2014 წლის 7 აპრილს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ესტუმრა აშშ-ს დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აშშ-ს სატყეო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები - ბატონი უილიამ ვან ბრუგენი, ქალბატონები ბელა გორდონი და პატრიცია ჰირამი და ბატონი ლევან ლომინაძე - USAID/კავკასიის აღმასრულებელი მენეჯერის მოადგილე.
დელეგაციას მასპინძლობდა დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ზვიად ქაწაშვილი მოადგილეებთან ერთად.
შეხვედრის დროს სტუმრები დეტალურად გაეცვნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს და იმ საკანონმდებლო სივრცეს, რომლის მიხედვითაც ხდება ჩვენს ქვეყანაში კატასტროფების მართვა.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე რამდენიმე მიმართულებით, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოში კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. შეხვედრის მსვლელობისას გადაწყდა, რომ ამერიკული მხარე დგამს პირველ კონკრეტულ ნაბიჯს და ამ ეტაპზე მოამზადებს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს აშშ-ში არსებულ ინციდენტებისა და კატასტროფების მართვის საკითხებში.