შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო თანამშრომლებმა თურქეთის მოქალაქე 1982 წელს დაბადებული ო.ფ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფში“, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ო.ფ. საქართველოში შემოსვლას თურქეთის მოქალაქეებზე გაცემული, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობებით ცდილობდა.
რაც შეეხება 1978 წელს დაბადებულ დ.ა.-ს, საპატრულო პოლიციამ იგი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლიბანის მოქალაქე - დ.ა.-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატრულო პოლიციის მესაზღვრე-კონტროლიორს, საპასპორტო კონტროლის გავლისას, სავარაუდოდ, რუმინეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი წარუდგინა.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.