შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა დედას - 1953 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.