შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების NDI-ის და ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობების და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, რომლებიც რაიმე ფორმით უკავშირდება არჩევნებს ან/და სადაც დანაშაული დაკავშირებულია ამა თუ იმ პირის პოლიტიკურ საქმიანობასთან. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეებზე გამოძიების შედეგების შესახებ.
სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მნიშვნელობას როგორც საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების, ისე კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობისას.