შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მწვერვალ თეთნულდზე ლიტველი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
შეტყობინების მიღებისთანავე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა მოახდინა ოპერატიული რეაგირება და მაქსიმალურად მოკლე დროში 3 ლიტველი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.
შეზღუდული ხილვადობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, მაშველებს და ტურისტებს გზა აღარ გაუგრძელებიათ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ტურისტებთან ერთად დარჩნენ და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნეს.
მას შემდეგ, რაც ხილვადობა აღდგა, მაშველებმა ლიტველი სტუმრები მთიდან სრულიად უვნებლად ჩამოიყვანეს.