შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული კ.ო. და 1960 წელს დაბადებული გ.ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ კ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ "სირეცი", ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია 6 შეკვრად დაფასოებული ე.წ. "სირეცი" და 170 000 ლარი.
სამართალდამცველებმა გ.ო.-ს პირადი ჩხრეკისას კი - 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ,,სირეცი" ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.