შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებმა ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ გაჩენილი ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ჰიპერმარკეტში „გუდვილი“ ძლიერი დაკვამლიანება იყო და ერთ-ერთი მაღაზიის სახურავი იწვოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ.
ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა შენობაში მყოფი მოქალაქეების დროული ევაკუაცია და ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 18 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი.