შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა- სტეფანწმინდა- ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა თავისუფალია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საავტომობილო მოძრაობას არეგულირებენ.
ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.