ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს შეხვდა. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას დაეთმო.
გიორგი გახარიამ ერიკ ჰოგთან შეხვედრისას საოკუპაციო ხაზზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ფუნქციონირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის და ე.წ ,,ცხელი ხაზის“ ეფექტიანი ფუქნციონირების მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.