ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს სენაკში, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში ოჯახთან ერთად შეხვდა. გიორგი გახარიამ მართლმადიდებლურ მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული მონასტრიდან მიულოცა.
გიორგი გახარიამ მრევლთან ერთად მონასტერში საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა.