შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროს სხვა უწყებებთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველის გამზირზე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა გამოიფინა. სააგენტოს წარმომადგენლებთან და მეხანძრე-მაშველებთან ერთად ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და მისი მოადგილეებიც ესწრებოდნენ. სააგენტოს თანამშრომლებმა დამთვალიერებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ზუგდიდსა და ბათუმშიც, სადაც, ასევე, გამოიფინა სახანძრო და სამაშველო ტექნიკა.