შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა - ლონდა თოლორაიამ დეპარტამენტის მიერ ცხრა თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მუშაობის ანგარიში.
შეხვედრის მონაწილეებმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ტრეფიკინგის მიმართულებით გამოვლენილ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს.
სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებმა არსებული ტენდენციები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.