112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

გ. კომისიის საქმიანობის წესი

სამართლებრივი საფუძველი: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის საქმიანობის წესი დეტალურად არის გაწერილი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №344/№01-30/ნ/№147 ერთობლივი ბრძანებით.

საქმიანობის წესი: „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის დებულება“, ეფექტური მონიტორინგისა და ინფორმაციის გაცვლის ქმედითი მექანიზმის დანერგვის მიზნით, ადგენს სახელმწიფო კომისიის შეხვედრების სისტემატურობას. კერძოდ, კომისია იკრიბება თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და მის შეხვედრებს წარმართავს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. ის ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტებს და წარმოადგენს სახელმწიფო კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მისი არყოფნის შემთხვევაში, მისივე დავალებით, თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე.

კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო კომისიის მდივანი. ეს უკანასკნელი კომისიის წევრებს ატყობინებს შეხვედრების ჩატარების თარიღს და უგზავნის მათ შეხვედრის დღის წესრიგს, ხელმოსაწერად ამზადებს სახელმწიფო კომისიის შეხვედრების ოქმებს და საოქმო ჩანაწერებს უგზავნის კომისიის წევრებს, ასევე, ახორციელებს კომისიის გამართული მუშაობისთვის საჭირო სხვა უფლებამოსილებებს.

სახელმწიფო კომისიის შეხვედრები ტარდება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით. ეს უკანასკნელი ამტკიცებს შეხვედრის დღის წესრიგს. კომისიის შეხვედრაზე საკითხის გატანის უფლება აქვს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს და ასევე, კომისიის სხვა წევრებს. სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხოლო, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისიის შეხვედრები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები და სახელმწიფო კომისიის მდივანი.