112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

მოქალაქის უფლებები

1. თუ პოლიციელი თავად არღვევს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს, სად შემიძლია ვიჩივლო მის წინააღმდეგ?

პასუხი: ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე - პროკურატურას.

2. რა ვადით შეიძლება დამაკავონ პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილის სტატუსით?

პასუხი: დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება.

3. პირველ რიგში, ვის უნდა მიმართოს დაზარალებულმა?

პასუხი: დაზარალებულმა პირველ რიგში უნდა მიმართოს საპატრულო პოლიციას 112–ის საშუალებით.

4. უზრუნველყოფილი იქნებიან თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაკითხვის / ჩვენების მიცემის დროს, თარჯიმნის მომსახურებით?

პასუხი: დაკითხვისა და ჩვენების მიცემის დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნით.

5. შემიძლია თუ არა, მივიღო უფასო იურიდიული დახმარება პოლიციაში?

პასუხი: უფასო იურიდიულ დახმარებას ახორციელებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და მერიის უფასო იურიდიული დახმარების სამსახურები, აგრეთვე, სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები.

6. შემიძლია თუ არა, ბრალდებულისაგან/დამნაშავისგან მოვითხოვო ზარალის კომპენსაცია და ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?

პასუხი: შეგიძლიათ, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება.

7.

დავიკითხე როგორც მოწმე, მაგრამ საქმე ჯერაც ძიებაშია. შემიძლია თუ არა, ამ შემთხვევაში ქვეყნიდან გასვლა?

პასუხი: შეგიძლიათ.

8.

შემიძლია თუ არა, მოვითხოვო ჩემი მონაცემების შესწორება პოლიციის მონაცემთა ბაზაში?

პასუხი: დიახ.

9.

მაქვს ეჭვმიტანილის სტატუსი და ამ ეტაპზე, სასამართლომ შემიფარდა გირაო. მაქვს თუ არა, ამ შემთხვევაში, უფლება ვიარო სამსახურში?

პასუხი: კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნულ აკრძალვას.

10.

შევიტანე ამა თუ იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირის წინააღმდეგ საჩივარი. თუმცა, მსურს გაუქმება. შემიძლია თუ არა, საჩივრის უკან გატანა?

პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის საჩივარი შეიტანეთ. მაგალითად, თუ თქვენ კონკრეტულ პირს აბრალებთ დანაშაულის ჩადენას და ამის გამო, თქვენ ჩამოგერთვათ შესაბამისი ახსნა-განმარტება, შემდგომში შეცვალეთ ჩვენება, ცრუ დასმენის შემთხვევაში, თქვენს მიმართ შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თუმცა, თქვენ არ გეკრძალებათ ბრალდებულთან შერიგება და მის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე უარის თქმა, რაც არ გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული პასუხისმგებლობა არ დგება, ასევე, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში განცხადების / საჩივრის უკან გამოთხოვის შემთხვევაში.

11.

მეშინია ანგარიშსწორების. შემიძლია თუ არა, ჩვენება მივცე ანონიმურად?

პასუხი: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ანონიმური ფორმით ჩვენების მიცემას არ ითვალისწინებს, თუმცა, ჩვენების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოწმის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სპეციალური დაცვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს მისი ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფიზიკურ დაცვას და ა.შ.

12.

მეშინია ანგარიშსწორების. როგორ, რა სახით და რა ვადით იქნება დაცული მოწმის კონფიდეციალობა?

პასუხი: მოწმის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სპეციალური დაცვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს მისი ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფიზიკურ დაცვას და ა.შ.

13.

რა უნდა ვქნა, იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს მიერ ძებნილი პირი არის ჩემი მოგვარე და ამ გაუგებრობის გამო დამაკავეს?

პასუხი: პიროვნების იდენტიფიკაციის საშუალებად, გვარის გარდა, არსებობს სხვა მრავალი გარემოება, რაც პირის დაკავების შემთხვევაში, უსათუოდ იქნება დადგენილი.

14.

მაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჩემს ბავშვზე ძალადობენ სკოლაში. რა შემიძლია გავაკეთო?

პასუხი: მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას, საპატრულო პოლიციას ან რაიონულ პოლიციას.

15. მომპარეს ავტომანქანის ერთ-ერთი სანომრე ნიშანი. შემიძლია თუ არა ერთი ნომრით გადაადგილება?

პასუხი: არა, ერთი სანომრე ნიშნით გადაადგილების უფლება არა გაქვთ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის122-ე მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა, წინასწარი შეცნობით, სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით,გამოიწვევს დაჯარიმებას.

16. გავყიდე ავტომანქანა, თუმცა, საბუთები დღემდე არ გადამიფორმებია მყიდველზე. არის თუ არა ეს ჩემი მხრიდან დარღვევა?

პასუხი: ავტომანქანის გაყიდვის შემთხვევაში, ვალდებული ხართ, მიმართოთ მომსახურების სააგენტოს და დადგენილი წესით გადააფორმოთ თქვენს სახელზე რიცხული მანქანა მყიდველზე. მესაკუთრე, ან მოსარგებლე ვალდებულია, განახორციელოსრეგისტრაციაში ცვლილებები, კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილების შეტანის საფუძვლის წარმოშობიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

17. გავყიდე ავტომანქანა მინდობილობის გაფორმების გარეშე. ამ მანქანით ჩაიდინეს ძარცვა/ ქურდობა/ყაჩაღობა. მაქვს ალიბი, თუმცა, არაფერი ვიცი მყიდველის შესახებ. დადგება თუ არა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი?

პასუხი: თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ თქვენ არ მიგიძღვით ბრალი დანაშაულის ჩადენაში, მაშინ, თქვენ არ დაგეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

18. ვარ უცხოეთის მოქალაქე. შემიძლია თუ არა, ვმართო ავტომანქანა უცხოენოვანი მართვის მოწმობით?

პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს, უფლება აქვს, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს, საქართველოში მისი ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, მართვის მომწობა უნდა იყოს ნათარგმნი და სათანადო წესით დამოწმებული.

19. შემიძლია თუ არა, გავიგო, რა ოდენობის ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები მძღოლისთვის?

პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ალკოტესტის აპარატზე ყვითელი ან წითელი ინდიკატორის ანთება ადასტურებს მძღოლის ორგანიზმში 0.2% პრომილეზე მეტი ალკოჰოლის შემცველობას, და შესაბამისად ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არ ექნებათ, მათ პიროვნების დადგენამდე, მაგრამ, არა უმეტეს, 3 დღისა; დაკავებულნი, შეიძლება, პირადად გაიჩხრიკონ, აგრეთვე, გაუსინჯონ ნივთები.

20. შევიტანე საჩივარი პოლიციაში, თუმცა, რეაგირება დღემდე არ მოუხდენიათ. რა უნდა გავაკეთო?

პასუხი: მიმართეთ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს პოლიციელის ქმედება პოლიციის ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში.

21. პოლიციამ დამაკავა ნარკოტიკების მოხმარების ეჭვის საფუძველზე. შემიძლია თუ არა, განვაცხადო უარი ნარკოლოგიურში გადაყვანაზე?

პასუხი: არა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპატრულო პოლიციის მოთხოვნა სავალდებულოა და უნდა გადამოწმდეს თქვენს მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ნარკოლოგიური შემოწმებისგან თავის არიდება, იწვევს 3 წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.

22. მაქვს თუ არა უფლება, არ მივცე ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ?

პასუხი: დიახ, თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ.

23. როგორ ისჯება კანონით პიროვნება, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს სმს–ის მეშვეობით?

პასუხი: გაცნობებთ, რომ sms-ით ლანძღვა ვერ იქნება მიჩნეული წვრილმან ხულიგნობად. აღნიშნულ საკითხზე უნდა დაუკავშირდეთ მობილურ ოპერატორს, რომელმაც შეიძლება მიიღოს შესაბამისი ზომები.

24. გავიგე, რომ ცოტა ხნის წინ გამოიცა ბრძანება გამოსახლებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თუ საქმეს სასამართლო განიხილავს, პოლიცია არ განახორციელებს ბინებიდან გამოსახლებას. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ იპოთეკით დატვირთულ ბინებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავების დასრულებამდე და სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე, მესაკუთრის ბინიდან გამოსახლება არ მოხდება. შესაბამისი ცვლილება შს მინისტრმა "საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში განახორციელა.


25. გავყიდე ავტომანქანა მინდობილობის გაფორმების გარეშე. ამ მანქანით ჩაიდინეს ძარცვა / ქურდობა / ყაჩაღობა. მაქვს ალიბი, თუმცა, არაფერი ვიცი მყიდველის შესახებ. დადგება თუ არა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი?

პასუხი: თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ თქვენ არ მიგიძღვით ბრალი დანაშაულის ჩადენაში, მაშინ, თქვენ არ დაგეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.