112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

სუბუტექსი (ბუპრენორფინი)

სუბუტექსი (ბუპრენორფინი) სინთეზურად წარმოებული ნარკოტიკული მედიკამენტია; მეთადონის მსგავსად გამოიყენება ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიისთვის. მისი მიღება იწვევს მსუბუქ ეიფორიას. ახასიათებს მიჩვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე ეფექტის მისაღწევად მზარდი დოზების მიღებაა საჭირო. ამ დროს უკვე პიროვნება ხდება წამალდამოკიდებული და აღარ შეუძლია, უარი თქვას ნარკოტიკზე, რადგან მას უვითარდება აღკვეთის მდგომარეობა, ანუ ე.წ. „ლომკა“, როდესაც მრავალ არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდის, როგორიცაა: ძლიერი ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, უძილობა, დეპრესია, უსაფუძვლო შიშები, შფოთვა, უმადობა, კუჭ–ნაწლავის აშლილობა, ძლიერი გადაღლის შეგრძნება, ნარკოტიკის მოხმარების მტანჯველი სურვილი. ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული სიამოვნების განცდის შემცირებასთან ერთად, წინა პლანზე იწევს ის არასასურველი მოვლენები, რაც ნარკოტიკის ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავს. ნარკოტიკზე ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება იწვევს ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციის მოშლას, შფოთვას, გაღიზიანებას, უძილობას, შემცივნებას მონაცვლეობითი ცხელებით, კუნთების სპაზმს, მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას. ეს სიმპტომატიკა მეტნაკლები სიძლიერითაა გამოხატული ოპიოიდების ჯგუფის სხვა ნარკოტიკებშიც, როგორიცაა მორფინი, ჰეროინი, მეთადონი და სხვ.