112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ევროპოლი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპის პოლიციის სამსახურთან (EUROPOL) თანამშრომლობის განვითარება. აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ 2017 წლის 4 აპრილს ქ. თბილისში ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო გახდება ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა. ევროპოლთან თანამშრომლობის განვითარების კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ევროპოლთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.

დამატებიტი ინფორმაციისთვის: https://www.europol.europa.eu/