112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის

პროექტის ხანგრძლივობა: 32 თვე (პროექტის გახსნა 2016 წლის 15 დეკემბერი)

დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ

განმახორციელებელი პარტნიორები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

პროექტის ბიუჯეტი: 2.25 მილიონი ევრო

პროექტის ზოგადი მიზანი: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი. საერთაშორისო სტანდარტების და ვალდებულებების გათვალისწინებით პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა.

პროექტის კონკრეტული მიზნები:

პროექტი შედგება ექვსი კომპონენტისაგან:

  • სისხლის სამართლის რეფორმის პოლიტიკა, განვითარება, კოორდინაცია და მონიტორინგი
  • პროფესიული განვითარება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • ადამიანური რესურსების განვითარება
  • მენეჯმენტი
  • ადამიანის უფლებები

პროექტის ხელშეწყობით განხორციელდება ექსპერტული დახმარება, ტრეინინგები, ნორმატიული ბაზის გადახედვა/შემუშავება, სემინარები, კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები, სასწავლო ვიზიტების და სხვა.