112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ავღანური ოპიატების ვაჭრობის პროექტი

პროექტის სახელწოდება: ავღანური ოპიატების ვაჭრობის პროექტი

ხანგრძლივობა: 2008– 2015

აღმასრულებელი ორგანო: UNODC, საფრთხეებისა და რისკების ანალიზის პროგრამა

მთლიანი ბიუჯეტი: 4,715,354

მოკლე აღწერილობა: პროექტის დანიშნულებაა მოხდეს სუამ–ის წევრ ქვეყნებში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სიტუაციის ერთობლივი ანალიზი და შესწავლილ იქნეს ავღანური წარმოშობის ოპიატების მიწოდების საერთაშორისო მარშრუტები.

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, ოპიატების უკანონო ვაჭრობის თაობაზე სისტემატური, თანმიმდევრული ანალიტიკური მონაცემების შეგროვება, მათი კავშირები სხვა უსაფრთხოების და სოციოეკონომიკურ განზომილებებთან, საფრთხეები და რისკები, რომლებსაც ისინი წარმოქმნიან და საერთაშორისო რეაგირების გაძლიერება. პროგრამის ძირითადი მიზანი შეიძლება დაიყოს 3 ქვემიზნად:

  1. 1. საფრთხეებისა და რისკების ანალიზიშეფასდეს ოპიატების გლობალური ვაჭრობის ბუნება და ტენდენციები. ეს ანალიზი არის პროგრამის ძირითადი ნაწილი. პროექტი ასევე შეაფასებს და გაანალიზებს ავღანური ოპიატების ვაჭრობის ზეგავლენასა და რისკს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, მმართველობასა და სამოქალაქო ჯანდაცვაზე.
  2. 2. რეაგირების ანალიზი მეორე მიზანია შეფასდეს და გაანალიზდეს არსებული საერთაშორისო რეაგირება და პოლიტიკა და საბოლოო ჯამში ხელი შეუწყოს ოპიატების საერთაშორისო ნაკადს. საერთაშორისო პოლიტიკა შესაძლოა უკეთ იქნეს კოორდინირებული და გახდეს უფრო ეფექტური.
  3. 3. შესაძლებლობების გაზრდა მესამე მიზანია გაუმჯობესდეს ადგილობრივი ორგანოების შესაძლებლობები, რაც მოიცავს შესაბამისი სამინისტროების მხარდაჭერას და დახმარებას მონაცემების შეგროვების განვითარებისათვის, ნარკომანიის კონტროლისათვის. ეს ღონისძიებები იქნება თანხვედრაში UNODC-ის იმ პროგრამებთან, რომელსაც ისინი ახორცილებენ ცალკეულ ქვეყნებთან