112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ფუნქციები:
-

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
რეგისტრაცია და დროებითი რეგისტრაცია;

-

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება (იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ა.შ);

-

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;

- სატრანსპორტო საშუალების ან ტრაქტორის მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მოწმობის გაცემა;
-

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;

-

გირავნობის მოწმობის გაცემა;

-

ფიზიკურ პირზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;

-

"იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "გ1" ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;

-

სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, აგრეთვე გადატანის, გადაზიდვის და გადაგზავნის ნებართვების გაცემა;

-

ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;

-

იარაღის ბალისტიკური შემოწმება;

-

ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

-

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

- პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
- იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
- მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ქმედებების შესრულება;
- მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
- სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;
- დოკუმენტების დამოწმება;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.