112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

მომსახურება

112-ში შეტყობინებები შემოდის გადაუდებელი შემთხვევების დროს. გადაუდებელი შემთხვევა გულისხმობს ნებისმიერ სიტუაციას, რომელიც მოითხოვს ინციდენტის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო, სახანძრო-სამაშველო თუ პოლიციის ბრიგადის დაუყოვნებლივ გასვლას.


112-ის ოპერატორი ზარის შინაარსიდან გამომდინარე, გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების შესახებ შემოსული ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, შეფასებას ახდენს და შემოდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სამსახურებს აწვდის. აღნიშნული სამსახურებია:

ასევე, 2015 წლიდან მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.112.gov.ge