112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

მომსახურება

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ობიექტების დაცვას როგორც საპოლიციო ძალით, ასევე კომბინირებულ დაცვას - საპოლიციო და ტექნიკური საშუალებებით. ბოლო წლების ტენდენციამ აჩვენა, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მისაღებია ტექნიკური საშუალებებით დაცვა. ეს არის საცხოვრებელი სახლების, ოფისების, საწარმოების, კომერციული ობიექტების სიგნალიაციით დაცვა. ტექნიკური საშუალებებით ქონების დაცვა მთელ მსოფლიოშია პრიორიტეტული. ამ სერვისზე მოთხოვნა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება.

დაცვის პოლიციის სერვისები:

- სახლის, აგარაკის დაცვა;
- კომერციული ობიექტების, ოფისების დაცვა;
- ეროვნული საგანძურის და ძვირფასი ნივთების დაცვა;
- სტრატეგიული ობიექტების დაცვა;
- პირადი დაცვა;
- სტუმრების, ტვირთებისა და ფულადი სახსრების დაცვა-გაცილება;
- ღონისძიებების დაცვა;
- ავტომობილების GPS/GPRS სისტემით მონიტორინგი.


დაცვა
-გაცილება ხორციელდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მანქანებით, ცეცხლსასროლი იარაღით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე:

- საბანკო სახსრების, ძვირფასი მეტალებისა და ფასეულობების;
- VIP სტუმრების, დელეგაციების და ტურისტული ჯგუფების;
- სამუზეუმო ექსპონატების, ხელოვნების ნიმუშებისა და კერძო კოლექციების;
- ნარკოტიკული, ფსიქოტროპული მედიკამენტების, ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიური და სხვა ნივთიერებების;
- ტრანზიტული ტრანსპორტის, ავტო-კოლონების, სასოფლო-სამეურნეო, არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების.


პირადი დაცვა - დაცვის პოლიციას გააჩნია საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაცვის მრავალწლიანი გამოცდილება.

GPS
დაცვა - მანქანის მფლობელი პირდაპირ რეჟიმში აკონტროლებს ავტომობილის გადაადგილებას, მართავს სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებსა და გრაფიკებს.

GPS მომხმარებელს შეუძლია:
- მანქანის ადგილმდებარეობის, სიჩქარის, გავლილი ტრაექტორიის, მოძრაობის დროის, ძრავის მდგომარეობის (ჩართული/გამორთული) LIVE მონიტორინგი;
- გავლილი მარშრუტის ისტორიის ნახვა დღის, თვის და მოძრაობის დროის მიხედვით;
- გავლილი მარშრუტის ისტორიის ნახვა დღის, თვის და მოძრაობის დროის მიხედვით;
- განვლილ პერიოდში მაქსიმალური სიჩქარის და მანძილის დაფიქსირება;
- სტატისტიკების ამოღება;
- მანქანის დაძვრა-გაჩერების ისტორიის ნახვა;
- საწვავის კონტროლი;
- დისპეტჩერის ფუნქციების ოპტიმიზაცია.