შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • მიმდინარე საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ...
23-12-2017

მიმდინარე საპოლიციო კონტროლის და სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგები (EN)

მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა.

ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 70 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 38, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 12, ასევე, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე - 10 პირი.

გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 13 ძებნილი პირია დაკავებული.

ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 49 ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 43 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა.

საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი.