112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

”ჯეფი”

„ჯეფი“ ფსიქოსტიმულატორ ეფედრონის ჟარგონული სახელწოდებაა. ეფედრონი, ისევე, როგორც „ვინტი“, მიიღება ეფედრინისა და ეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების ქიმიური დამუშავების შედეგად. „ჯეფს“ ამზადებენ სახლის პირობებში კუსტარულად. ჯეფის დამაზიანებელი და ზოგჯერ მომაკვდინებელი ზეგავლენა სწორედ ამ ნივთიერებაში შემავალი მანგანუმითაა გამოწვეული. მანგანუმი მძიმე ლითონია, რომელიც ილექება თავის ტვინში, იწვევს შეუქცევად ცვლილებებს და იმდენად აზიანებს ნერვულ სისტემას, რომ მისი მომხმარებლები ხშირ შემთხვევაში სამუდამოდ ინვალიდები რჩებიან. „ჯეფის“ მოხმარების „შიმშილი“ იწვევს გამოხატულ დარღვევებს, როგორც ფსიქიკურ და ნევროლოგიურ სფეროში, ისე ზოგადად მთელ ორგანიზმში. მისი მოხმარების დაწყებიდან ძალიან მალე ეწყებათ თმის ცვენა, ტუჩების დასკდომა. მანგანუმის სულფატი, რომელიც შედის ნარკოტიკის შემადგენლობაში, ილექება თირკმლებში, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას, ზიანდება ნერვული სისტემა, თავის ტვინი და ვითარდება კიდურების პარეზი, დამბლა, ჭკუასუსტობა. ადამიანი ვეღარ დადის, ვეღარ მეტყველებს და ეს პროცესები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში შეუქცევადია.