112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ა. კომისიის სტრუქტურა

სამართლებრივი საფუძველი: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის სტრუქტურა გაწერილია „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონითა (მე-6 მუხლი) და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №344/№01-30/ნ/№147 ერთობლივი ბრძანებით.

სტრუქტურა: სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. უფრო კონკრეტულად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი (სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე); საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი (სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი (სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარე); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი (სახელმწიფო კომისიის მდივანი). აგრეთვე, საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნან შესაბამისი სპეციალისტები.