112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ნარკომანია

სუამ-ის ეროვნული ცენტრი მონაწილეობას იღებს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიული ინფორმაციის მოგროვებასთან და კონკრეტული ოპერაციების განხორციელებასთან ერთად შევამოწმოთ სამართალდამცავი უწყებების ინტერაქტიურ კომუნიკაციებში ეროვნული ცენტრის ქსელის (VLEc) შესაძლებლობები.

ამ მიზნით, 2006 წლის 3-5 აპრილს, ქ. ბაქოში ჩატარდა სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის შეხვედრა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ინფორმაციის მოგროვებისა და ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის შესახებ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ოპერაცია 'ჰარმონია 2006~-ის მსვლელობისას სუამ-ის წევრ ქვეყნების VLEc ცენტრებს შორის ინფორმაციის დაცული არხებით გადაცემის საკითხები.

სუამ-ის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გულისხმობს ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობას და წევრ ქვეყნებში დაფიქსირებული ნარკოტიკების ამოღებების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. ამ პროცესში სუამ-ის ეროვნული ცენტრის ფუნქციაა გამოვლენილ დანაშაულთან დაკავშირებული გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაცია და კონკრეტულ სამართალდარღვევასთან შესახებ ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა. ამასთან დაკავშირებით, გამოცემულ იქნა შს მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის #752 ბრძანება, რომლითაც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენეტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს დაევალა სუამ-ის ერვნული ცენტრისთვის ნარკოტიკების ამოღებების შესახებ ყოველთვიური ინფორმაციის მიწოდება ბრძანების დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.

ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული 2006 წლის ორგანიზაციულ-პრაქტიკული ღონისძიებების გეგმის თანახმად, მოლდავეთის შსს-ს სეკი/სუამ-ის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრა გაიმართა ქ. კიშინიოვში 2006 წლის 27 ოქტომბერს.

2007 წლისათვის დამკიცებული ორგანიზაციულ-პრაქტიკული ღონისძიებების გეგმის თანახმად 2007 წლის 30 ივნისს ქ. ბაქოში გაიმართა ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლი სამუშაო ქვეჯგუფის მორიგი შეხვედრა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სუამ-ის ფარგლებში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ ტენდენციებზე და აქედან გამომდინარე შეთანხმდნენ აღნიშნულ სფეროში ოპერატიული ღონისძიებების კვლავ ჩატარების აუცილებლობაზე. მოლდავეთის მხარის მიერ შემოთავაზებულ იქნა ასეთი ოპერაციის რეგიონალური გეგმა, რომელიც შემდგომში შეხვედრის სხვა მონაწილეები მიერ გაკეთებული შენიშვნების შედეგად შესწორებულ იქნა და ოპერაციისთვის შეირჩა პირობითი სახელწოდება "ნარკოსტოპ 2007".

2007 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდავეთის დელეგაციებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ჩატარებული ოპერაცია 'ნარკოსტოპ-2007~-ის შედეგების შესახებ, ასევე სუამ-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ნარკოტიკების კონტრაბანდისა და უკანონო ბრუნვის სფეროში არსებული საერთო სიტუაციის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ჩატარებულ ოპერაციას და გამოთქვეს იმედი, რომ მომავალში მსგავსი ოპერაციების ჩატარებისას მიღწეულ იქნება უფრო მაღალი შედეგები.

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა 2008 წელს 'ნარკოსტოპ-2~-ის და 'ნარკოსტოპ-3~-ის ჩატარება და შეათანხმეს ოპერაციების გეგმა.

აღნიშნული ოპერაციების შედეგების შეჯამება მოხდა 2008 წლის 15-16 დეკემბერს სუამ-ის სამდივნოში გამართულ სუამ-ის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის 10-ე შეხვედრაზე ექსპერტებს შორის.

2009 წლის 11 მაისს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მე-6 სხდომა. სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა ანგარიში 2009 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

სამუშაო ჯგუფმა შეაფასა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციები "ნარკოსტოპი 2007", "ნარკოსტოპი 2", "ნარკოსტოპი 3", "ნარკოსტოპი 2009" და დაგეგმა ოპერაცია "ნარკოსტოპი 2010", რომლის ჩატარებაც დაიგეგმა 2010 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის პერიოდში.

2010 წლის 21 ოქტომბერს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მე-7 სხდომა.

სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა ანგარიში 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ და გაცვალა ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის განვითარებისა და სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებში ოპერატიული სიატუაციისა და ღონისძიებების შესახებ.

სამუშაო ქვეჯგუფმა გაცვალა მოსაზრებები ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წევრი ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობის აქტივიზაციისაკენ, განსაკუთრებით გაეროს ფარგლებში.

სამუშაო ქვეჯგუფმა შეათანხმა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეჯგუფში 2010-2011 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანდიდატურისა როგორც ქვეყენა კოორდინატორისა.

2011 წლის 19-20 მაისს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მე-8 სხდომა. მხარეება გაცვალეს მოსაზრებები სუამ-ის ფარგლებში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ინფორმაციის კრიფტოგრაფიული დაშიფვრის სისტემის გამოყენების პერსპექტივის შესახებ. სამუშაო ჯგუფმა მხარი დაუჭირა სამდივნოს წინადადებას, რომელიც ეხება ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაშიფვრის სისტემა "პელენა"-ს გაცნობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას ეროვნულ დონეზე.

ქვეჯგუფმა განიხილა ახალი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემატიკის, ასევე აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და აღნიშნა ამ თემატიკაზე ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფის მნიშვნელობის საკითხი. მხარეები შეთანხმდნენ მოამზადონ ინფორმაცია ეროვნული გამოცდილების შესახებ აღნიშნულ სფეროში, ახალი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ჩამონათვალი რომლებიც შეტანილია შესაბამისს რეესტრში და მათი შეტანის დასაბუთება. ქვეჯგუფმა განიხილა ნარკოტიკების უკანონო გავრცელებისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რეგიონალური განვითარების დინამიკის საკითხები. ამასთან დაკავშირებით ქვეჯგუფმა დაადასტურა სუამ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ინიციატივა სეკი-ს ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის რეგიონალულ ცენტრს შორის კონტაქტების დამყარების მიზანშეწონილობა.

2011 წლის 11-12 ოქტომბერს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მე-9 სხდომა. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სუამ-ის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ჩატარებულ ერთობლივი ოპერაცია ,,ნარკოსტოპ 2011"-ის შესახებ.

სამუშაო ქვეჯგუფმა დაავალა სუამ-ის სამდივნოს ქვეყანა კოორდინატორთან ერთად (UNODC)-ის პროექტის ,,ავღანეთიდან ოპიატების ტრაფიკის შესწავლ-ის" განმახორციელებელ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების გამართვა. სამუშაო ქვეჯგუფმა მხარი დაუჭირა ადამიანებით ვაჭრობისა და არალეგალური მიგრაციის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის წინადადებას შეიქმნას დანაშაულის ყველა სახის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მონაცემთა ბანკი. მხარეები შეთანხმდენე დააყენონ აღნიშნული წინადადება სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შემდგომი განხილვისათვის.

ქვეჯგუფმა განიხილა ნარკოტიკების უკანონო გავრცელებისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში რეგიონალური განვითარების დინამიკის საკითხები. ამასთან დაკავშირებით ქვეჯგუფმა დაადასტურა სუამ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამართალდამცავი ცენტრის SELEC-ს შორის კონტაქტების დამყარების მიზანშეწონილობა და დაავალა სუამ-ის სამდივნოს მომავალი კონსულტაციების დროს აღნიშნული საკითხის განხილვა.