პროექტის დასახელება: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 – 2017
ბიუჯეტი: 5 მილიონი ევრო
განმახორციელებელი პარტნიორები: ევროკავშირის წევრი ქვეყნები (პოლონეთი, ფინეთი, ავსტრია, ლიტვა, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი)
ბენეფიციარი ქვეყნები: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია)
პროექტის ზოგადი მიზანი: საპოლიციო თანამშრომლობის გაზრდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის დაცვას ამ ქვეყნებში
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- პრაქტიკული საპოლიციო თანამშრომლობის გაზრდა პარტნიორ ქვეყნებს შორის
- ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის და ორგანიზებული დანაშაულის სპეციფიური ნიშნების შესახებ
- ცნობიერების ამაღლება და ევროკავშირის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სამართალდამცავი ორგანოების მართვის შესახებ
პროექტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრ ქვეყანას ჰყავს თავისი პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ლიტვა არის საქართველოს ძირითადი პარტნიორი , ხოლო შვედეთი დამატებითი პარტნიორი
პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის“ სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- სტრატეგიული მენეჯმენტი
საერთაშორისო თანამშრომლობა (ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროპის პოლიციის სამსახურთან, ევროკავშირის სასამართლო თანამშრომლობის განყოფილებასთან და სხვა) - კიბერდანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლა
- ნარკოტიკებით ვაჭრობა
- კორუფცია
- საპოლიციო თანამშრომლობა
- სასამართლო ექსპერტიზის გამოძიების განვითარება და სხვა