პროექტის ხანგრძლივობა: 2014 – 2017
პროექტის ბიუჯეტი: 4.500.000 EUR
განმახორციელებელი პარტნიორები: Frontex საზღვრისა და სანაპირო დაცვის ევროპული სააგენტო
ბენეფიციარი ქვეყნები: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია)
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში პირთა და საქონლის გადაადგილების ხელშეწყობა (ევროკავშირის გარე საზღვრებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში), და ამავდროულად სასაზღვრო უსაფრთხოების შენარჩუნება უწყებათშორისი თანამშრომლობის, ბენეფიციარ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და სხვა საერთაშორისო აქტორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის შედეგად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- რეგიონალური და ეროვნული სწავლებები შემდეგი თემატური მიმართულებებით:
- საერთაშორისო საზღვრის მართვა;
- ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;
- ყალბი დოკუმენტების აღმოჩენა;
- რისკის ანალიზი;
- ადამიანის ფუნდამენტური უფლებები;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
- უწყებათშორისი თანამშრომლობა.
2. რისკის ანალიზის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს თარგმნა;
3. საზღვრის მართვის საკითხებზე სასწავლო კურიკულუმის განვითარება.