პროექტის ხანგრძლივობა: 2013 ოქტომბერი -2014 სექტემბერი
დაფინანსებულია: აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL)მიერ.
განმახორციელებელი პარტნიორები: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
პროექტის ბიუჯეტი: 200,000 $
პროექტის ზოგადი მიზანი: სამართალდამცავთა შესაძლებლობების განვითარება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- აჭარის რეგიონში სპეციალისტთა ჯგუფის (Task Force) შექმნა, რომლის შემადგენლობაც ითვალისწინებს 7 მოქმედი გამომძიებლის და 5 პროკურორის ოპერატიულ თანამშრომლობას აჭარის რეგიონში, ტრეფიკინგის წანაღმდეგ მიმართულ საქმიანობაში.
- სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკნგის) დანაშაულის პროაქტიული გამოვლენა, ეფექტური გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები
- 3 ტრეინინგის ორგანიზება გამომძიებლებისთის, პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვის;
- საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით, სამდღიანი ტრეინინგი დანაშაულის პროაქტიულ გამოვლენას და გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის თანამედროვე მეთოდებზე;
- ორი სემინარი რეფერალური მექანიზმის განმახორციელებელი უწყების წარმომადგენლებისათვის;
- ორი სემინარი/ტრეინინგი მოსამართლეებისთვის;
- სამი სემინარი ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, სამართალდამცავების და მოსამართლეების ჩართულობით;
- მრავალენოვანი საინფორმაციო ბეჭვდითი მასალის მომზადება და გავრცელება;
- პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის ორგანიზება.