ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2009-2010 წლების სამოქმედო გეგმის მე-3 ამოცანის მე-10 მიზნის 10.1 საქმიანობის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციას - "World Vision International"--ის წარმომადგენლობა საქართველოში - მიერ 2009 წლის 7 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმად შეთანხმება იქნა მიღწეული ითანამშრომლონ პროექტის ფარგლებში - "ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვა საქართველოში." პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას უფრო ეფექტურად ებრძოლოს ბავშვთა ტრეფიკინგს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში პროექტი მიზნად ისახავს ტრეინინგი ჩაუტაროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სამმართველოს შესაბამის თანამშრომლებს ბავშვთა ტრეფიკინგის საკითხებზე. ტრეინინგს ჩაატარებს უცხოელი ექსპერტი, რომელიც მოდულს შეიმუშავებს ადგილობრივ ექსპერტთან ერთად, რათა გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი გამოცდილება და რეალობა. ტრეინინგის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს მთლიანად გადაეცემა ტრეინინგის მასალა და მეთოდოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივად ახალი თანამშრომლების გადამზადების მიზნით. პირველი 4-დღიანი ტრეინინგი უკვე ჩატარდა მიმდინარე წლის 7-10 სექტემბერს, რომელსაც დაესწრო სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სამმართველოს 14 თანამშრომელი.