პროექტის ხანგრძლივობა: 18 თვე (ხელი მოეწერა 2014 წლის 15 იანვარს)
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი პარტნიორები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროექტის ბიუჯეტი: 199,700 ევრო
პროექტის ზოგადი მიზანი: დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სათანადო პირობების შექმნით, დმი–პერსონალისათვის ტრეინინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- დროებითი მოთავსების იზოლატორების (დმი) თანამშრომლებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავება;
- შსს აკადემიის სასწავლო პროგრამაში დროებითი დაკავების იზოლატორების პერსონალისათვის მომზადებისა და გადამზადების ახალი კურიკულუმის შემუშავება და დანერგვა;
- დროებითი მოთავსების იზოლატორებში უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- მოწვეული ევროკავშირის ექსპერტის მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორებისათვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავება;
- შემუშავებულ სტანდარტულ ოპერატიულ პროცედურებზე დაყრდნობით დმი–ს პერსონალისათვის შსს აკადემიაში ტრეინინგისა და გადამზადების კურიკულუმის დანერგვა;
- საქართველოს მასშტაბით დმი–ის ყველა თანამშრომლისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებზე ტრეინინგების ჩატარება და ყველა დმი–ის პირველადი დახმარების საშუალებებით (კომპლექტით) უზრუნველყოფა;
- საქართველოს მასშტაბით დმი–ის ყველა თანამშრომლისთვის ფსიქოლოგიურ საკითხებზე ტრეინინგების ჩატარება;
- საქართველოს მასშტაბით დმი–ს ყველა თანამშრომლისთვის ტრეინინგების ჩატარება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მოპყრობის საკითხებზე;
- ყველა დმი–ის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მათ შორის ანტივანდალური ნათურების შესყიდვა და დამონტაჟება და უსაფრთხო საწოლების დამზადება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს თვითდაზიანების რისკს.