112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

რეგიონებში ძნელად აღსაზრდელი არასრულწლოვნების მიმართ გატარებული აღმზრდელობითი სამუშაოები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით თითოეულ უბნის ინსპექტორს საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე ურთიერთობა უნდა დაემყარებინა მინიმუმ ერთ რთულად აღსაზრდელ არასრულწლოვანთან.

როგორც შსს დანაყოფებიდან შემოსული ცნობების ანალიზით ირკვევა, გასული წლის მარტიდან ივნისამდე საქართველოს ყველა რეგიონში 1238 შსს თანამშრომელის მიერ 1448 არასრულწლოვანთან ინტენსიურად ჩატარებული მიზნობრივი აღმზრდელობითი სამუშაოების შედეგად სრულად გამოსწორდა და აღარ საჭიროებს მუშაობას 185 ძნელად აღსაზრდელი, გამოსწორების გზას დაადგა 1126, მათ უმრავლესობასთან მუშაობა კვლავ გრძელდება. შედეგი არ მოიტანა 94 არასრულწლოვანთან მუშაობამ (გრძელდება მუშაობა - 62). ხოლო 33 ბავშვის მშობლებმა უარი განაცხადეს აღნიშნულ სამუშაოებზე.

რეგიონი

ინსპექტორი

არასრულწლოვანი

აღარ საჭიროებს მუშაობას

გამოსწორების გზაზე

უშედეგოდ

ოჯახის უარი

იმერეთი

165

226

32

167

7

13

სამეგრელო

70

83

6

67

3

6

კახეთი

203

240

56

171

9

4

მცხეთა-მთიანეთი

6

8

0

7

0

1

ქვემო ქართლი

271

323

37

276

9

1

შიდა ქართლი

159

169

15

137

15

1

სამცხე-ჯავახეთი

105

137

18

111

7

0

გურია

59

60

3

37

20

0

აჭარა

200

202

18

153

24

7

სულ

1238

1448

185

1126

94

33

ინსპექტორები სისტემატურად ესაუბრებოდნენ ძნელად აღსაზრდელებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, ხდებოდა მათი გაცნობიერება მავნე ჩვევების მიერ გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე და მუდმივად აკონტროლებდნენ მათ დასწრებას გაკვეთილებზე.

აღსანიშნავია, რომ მშობლების დიდი ნაწილი აღნიშნულ პროექტს გაგებით და მოწონებით შეხვდნენ, მხოლოდ 33-მა განაცხადა უარი მათი შვილის მიმართ ჩასატარებელ სამუშაოებზე, 570 მშობელმა კი მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და გამოთქვა იმედი, რომ სამუშაოები გაგრძელდება.

გაწეული მუშაობის შედეგად მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ძნელად აღსაზრდელთა უმრავლესობა გამოსწორების გზაზე დადგა, გააუმჯობესეს სკოლაში გაკვეთილებზე დასწრება, თავს არიდებენ კრიმინალური მიდრეკილების მქონე პირებთან ურთიერთობას, დაინტერესდნენ და დაიწყეს მომზადება სპორტის სხვადასხვა სახეობებში.