შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის...
15-04-2015

შსს-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა ერთობლივ ვიზიტში

საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე პაპიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ მონაწილეობა მიიღეს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სხვა უწყებებიც - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ავსტრიის რესპუბლიკაში შეხვედრები შედგა ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში, სადაც სტუმრები გენერალურმა მდივანმა, მიხაელ ლინჰარტმა მიიღო.

შსს-ს წარმომადგენლებმა ავსტრიელ კოლეგებს გააცნეს სამართალდამცავ უწყებაში გატარებული რეფორმები, მიღწევები და სამომავლო გეგმები ტრანსასაზღვრო და ქვეყნის შიგნით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის, ადამიანის უფლებების დაცვის, მიგრაციის და სხვა მიმართულებების შესახებ.