შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მ...
05-09-2016

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ჭაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ერიკ ჰიოგს შეხვდა.

შეხვედრაზე სტუმრები სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამუშაო სპეციფიკას და საქართველოზე გამავალი სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს დეტალურად გაეცნენ.

მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.