შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დიდი ბრიტანეთის ელჩის მოა...
26-02-2014

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გოჩა რატიანმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯონ გედესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ყოფილი მოადგილე დაგ მაკმილანი.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამართალდამცავ სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე გოჩა რატიანმა დიდი ბრიტანეთის ელჩის ყოფილ მოადგილეს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.