შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, ბათუმის პორტისა და ბათუ...
25-06-2017

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, ბათუმის პორტისა და ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბის კედლები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა

შს სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი და ბათუმის პორტის კედლის ერთ-ერთი მონაკვეთი სტრიტ-არტის სტილით მოიხატა.

მხატვარმა ირაკლი ადეიშვილმა, საზღვაო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბის ორივე მხარეს და ბათუმის პორტის კედელზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატა.

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას საგზაო დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების სამსახური და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტებიც შემოუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის ქუჩებში მძღოლებს შსს-ს კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს ქალაქების ცენტრალურ ადგილებში, კამპანიის ფარგლებში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება.

აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.