შს სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი და ბათუმის პორტის კედლის ერთ-ერთი მონაკვეთი სტრიტ-არტის სტილით მოიხატა.
მხატვარმა ირაკლი ადეიშვილმა, საზღვაო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბის ორივე მხარეს და ბათუმის პორტის კედელზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატა.
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას საგზაო დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების სამსახური და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტებიც შემოუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის ქუჩებში მძღოლებს შსს-ს კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს ქალაქების ცენტრალურ ადგილებში, კამპანიის ფარგლებში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება.
აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.