შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მაშველები ქვემო ქართლში ინტენსიური ნალექის შედეგად დატბორილი ქუჩების გ...
15-09-2014

შსს-ს მაშველები ქვემო ქართლში ინტენსიური ნალექის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველთა ჯგუფები ქვემო ქართლში ინტენსიური წვიმის შედეგად დატბორილი და ჩახერგილი ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 14 სექტემბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დღის მეორე ნახევარში დაწყებულმა ინტენსიურმა წვიმამ ქალაქ რუსთავში, თითქმის ყველა ქუჩაზე, შენობა-ნაგებობების სარდაფების და პირველი სართულების დატბორვა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილებზე სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით. გაწმენდით სამუშაოებში ასევე ჩაერთვნენ რუსთავის სახანძრო-სამაშველო და ქვემო ქართლის რეგიონალური სამაშველო სამსახურები. შსს-ს მაშველები ამ დრომდე აწარმოებენ ამოტუმბვით სამუშაოებს და მიმდინარეობს ჩახერგილი ქუჩების გაწმენდა.