შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ბელარუსის საგანგებო სიტუა...
12-03-2014

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ესტუმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ბელარუსის დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მინისტრ, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ვაშჩენკოს ხელმძღვანელობით ესტუმრა. მათ შენობა დაათვალიერეს და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

„112“-ის ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ვიზიტის დასასრულს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.