შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდ...
22-05-2016

შსს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი სოციალურ-საგანმანათლებლო მედია-პროექტ „ეტალონის“ 10 წლის იუბილეს და ფინალურ შეჯიბრს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე დაესწრო.

დავით ვარდიაშვილმა ინტელექტ-შეჯიბრის ფინალში მესამე ადგილზე გასულ, ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანს გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის ტიტული - „ეტალონის ქომაგი“ მიენიჭა. სპეციალური დიპლომი შს მინისტრის მოადგილეს პროექტის ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა.

შსს-ს დაცვის პოლიცია და აკადემია პროექტ „ეტალონთან“ მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების და ცოდნის გაღრმავებისთვის მომავალშიც იზრუნებს.