შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 52 აბი ამოიღო
28-07-2015

შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 52 აბი ამოიღო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ჯემალ მ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ხოლო 1976 წელს დაბადებული დავით ზ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჯემალ მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას 49 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,392 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დავით ზ-ს პირადი ჩხრეკისას 3 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,008 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯემალ მ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ( საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 4-ე „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო დავით ზ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).