შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს სამინისტრომ 478 აბი ე.წ. ექსტაზი, ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღო
10-06-2015

შს სამინისტრომ 478 აბი ე.წ. ექსტაზი, ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ირაკლი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 478 აბი ე.წ. ექსტაზი (მდმა), 3,5879 გრ ამფეტამინი და 0,0097 გრ მეტამფეტამინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ირაკლი კ-ს მარიხუანის და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).