შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შს მინისტრმა დედის დღე აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების დედებს მიულოცა
03-03-2014

შს მინისტრმა დედის დღე აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების დედებს მიულოცა

შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დედის დღე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცა. მინისტრი გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ტატულაშვილის დედას – მარინე ტატულაშვილს ეწვია და დედის დღე პირადად მიულოცა. მინისტრმა ქალბატონ მარინეს ყვავილების თაიგული და ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
ზურაბ ტატულაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანია. ის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მსახურობდა. აგვისტოს ომის დროს ზურაბი წინა ხაზზე, ყუმბარმტყორცნით იბრძოდა. ის 8 აგვისტოს ცხინვალში, სკოლასთან, სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. ზურაბს ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანის დროს სნაიპერმა ზურგიდან ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი თანამებრძოლი კი გადაარჩინა.