შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა
14-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ხ.კ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიციამ ხ.კ.-ს მიერ გაყიდული 2 შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით.