შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
17-02-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში, მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე, ურთიერშელაპარაკებისას - 1983 წელს დაბადებულ ა. ი.-ის სანადირო თოფიდან მუცლის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში კაზლარში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობიის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით.