შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლი...
08-08-2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გორში რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გორში, რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ვახტანგ გომელაური გორში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გადაიხადა.
პანაშვიდის შემდეგ, მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ოქონის საწინამძღვრო ხატით დალოცა.