შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასა...
03-02-2015

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასაჯაროვდა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასაჯაროვდა. უკვე მრავალი წელია სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და სხვა დანაყოფების დებულებების გასაჯაროებას ითხოვენ. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი.

ვინაიდან სამინისტროს პრიორიტეტია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, სააგენტოს დებულება გასაჯაროვდეს. დებულება უკვე საჯაროა და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.

შსს აგრძელებს მუშაობას, რათა უახლოეს პერიოდში სხვა ქვედანაყოფების დებულებებიც გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.