შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა
12-02-2015

შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ისრაელის სახელმწიფოს ელჩ იუვალ ფუქსს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე შს მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ინიციატივები გააცნო.

მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და იუვალ ფუქსმა ასევე ისაუბრეს ისრაელის მხარესთან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი თანამშრომლობის პროგრამასა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

მინისტრმა ისაუბრა ისრაელის მხარდაჭერაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით და ამ პროცესში ისრაელის პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ატაშეს როლის შესახებ.