შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საქართველოს შს მინისტრის მოადგილე მოლდოვის რესპუბლიკის შს მინისტრს შეხვდა
06-07-2016

საქართველოს შს მინისტრის მოადგილე მოლდოვის რესპუბლიკის შს მინისტრს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფება.

მერაბ მალანია მოლდოვის რესპუბლიკის შს მინისტრ ალექსანდრე ჟიზდანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ უწყებას შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროს დელეგაცია მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კარაბინიერების ძალების დეპარტამენტისა და მისი დაცვის სამსახურის საქმიანობას გაეცნო.