შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს
21-12-2013

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი –„მოძრაობის წესები და უსაფრთხოება“ ჩაუტარეს.

ქუთაისში მე-5 საჯარო სკოლა სოლომონ პირველისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს, სადაც ინტენსიური სამანქანო მოძრაობაა და მოსწავლეთა მიერ ქუჩის დაუდევრად გადაკვეთის შემთხვევები ხშირია. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი „ფრთხილად აქ სკოლაა“, რომელმაც „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“-ს გრანტი მოიპოვა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგზე – „მოძრაობის წესები და უსაფრთხოება“ – დაწყებითი კლასების 50-მდე მოსწავლეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნეს.