შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 ერთი პირი
12-07-2021

სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ბ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებულ ა.პ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.